რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულის აივანზე საოჯახო ნივთებს ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე სასწრაფო დახმარება და საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.