რუსთავში მე-17 მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წყლის გამათბობლის არასწორი მონტაჟის გამო გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ოჯახის წევრებმა გამოიძახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და „სოკარ-ჯორჯია გაზის” ტექნიკური ჯგუფი.