რუსთავის 26 საჯარო სკოლიდან მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც სკოლის დირექტორმა „ინფო რუსთავს“ განუცხადა, სასწავლო დაწესებულების ოფიციალურ მეილზე შევიდა მუქარის შემცველი წერილი, შენობაში არსებული ბომბის შესახებ.
„შემოვიდა მუქარის წერილი, რომ სკოლაში შესაძლებელი იყო ყოფილი ასაფეთქებელი ნივთიერება. დავუკავშირდით 112-ს, შესაბამის სამსახურებს, მოვახდინეთ ევაკუაცია და ახლა კვლევა მიმდინარეობს. აქამდე ჩვენს სკოლაში ასეთი შეტყობინება არ შემოსულა“, – თქვა სკოლის დირექტორმა.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებაში ცდილობს.
ფოტო სლაიდზე: „ინფო რუსთავი“