რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, წუხელ გვიან ღამით, სურსათის მაღაზია გაძარცვეს.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცმა მაღაზიის სალაროდან თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც მძარცველი მიმალვას ტაქსით შეეცადა, თუმცა, სამართალდამცავებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 178-ე მუხლითა არის აღძრული.