LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში უცხოელი სტუდენტებისთვის სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება

379

თბილისის შემდეგ ”დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი” რუსთავშიც გაიხსნება. სასწავლებელი პირველ წელს მხოლოდ უცხოელ სტუდენტებს მიიღებს, მომდევნო წლებში კი აქ სწავლას საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ.

როგორც ”ფორტუნას” უნივერსიტეტიდან აცნობეს, სწავლის პროცესი რუსთავში 6 ნოემბერს დაიწყება, სწორედ ამ დღეს იგეგმება სასწავლების გახსნის საზეიმო ღონისძიებაც.

”თავდაპირველად ვაპირებთ უცხოელი სტუდენტების მიღებას. უნივერსიტეტს გააჩნია საერთო სტუდენტური  საცხოვრებელი და ჩვენი სტუდენტები აქვე შეძლებენ ცხოვრებას. ამ ეტაპზე უკვე გაიარა რეგისტრაცია 150-მა სტუდენტმა, ძირითადად, ნიგერიიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან. რეგისტრაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება და წელს 200-მდე ახალგაზრდის მიღებას შევძლებთ”, – განაცხადეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, უნივესტიტეტში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან, სწავლება კი  6-წლიანია.

ცნობისთვის, რუსთავის ფილიალი პირველია, რომელსაც ”დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”  რეგიონში ხსნის. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ეს სასწავლებელი 25 წელია ფუნქციონირებს.

 

magti 5g