გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რუსთავში დარგვის აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და საკალათბურთო კლუბის – „რუსთავი 1991“ წევრებმა 40-მდე წიწვოვანი სახეობის – ელდარის ფიჭვი დარგეს. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე საკალათბურთო გუნდის წევრები თავად იზრუნებენ.
მსგავსი აქტივობები ქალაქის სხვა უბნებშიცაა დაგეგმილი.
ქუთაისში ცნობილმა სახეებმა ხეები დარგეს, ნერგებს მოსახლეობა მოუვლის
აქციას, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და სოციალური პაუხისმგებლობის ამაღლებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.