რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქურდობის ფაქტი დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 18 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.