LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა გაიხსნა: „გალერეის გახსნა ჩემი მეუღლის დაბადების დღეს დაემთხვა. ეს დღე სამუდამოდ დამამახსოვრდება…“

1019
რუსუდან ფეტვიაშვილი

30 მარტს, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, გაიხსნა ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა.

ამ გალერეის გახსნა დაემთხვა რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლის დაბადების დღეს:

„ეს დღე სამუდამოდ დამამახსოვრდება. ეს ისეთი დღეა, როცა ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე. რამდენიმე წელი ვფიქრობდით სამხატვრო გალერეის გახსნაზე და ბოლოს გადავწყვიტეთ. ნახევარი წლით ადრე ვიცოდი, რომ 30 მარტს უნდა მომესწრო…“

გახსნას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო.

„რუსუდანი არის სხვა დრო და სივრცე, სრულიად სხვა ემოცია, სხვა არქიტექტურა. ისეთი თვითმყოფადი, რომ ვერასდროს ვერავინ დამესგავსება. როცა მას ელაპარაკები, ამ ენერგიით საზრდოობ და ეს ყველაფერი გადატანილი აქვს საკუთარ ნამუშევრებში. რუსუდანი არის სუფთა ჰაერი ჩვენს საზოგადოებაში“, აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.

რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეაში გამოფენილი ნამუშევრების გარკვეული ნაწილი საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

აქვეა გამოფენილი რუსუდანის ძმის, დიმა ფეტვიაშვილის ხეში შესრულებული ნამუშევრები.

თბილისში ცნობილი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა იხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g