28 მარტს, მოსკოვში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის „ნიკას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული ნომინაციაში – დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი” გახდა. ფილმი სხვადასხვა ქვეყნის კოპროდუქციაა და საქართველოსთან ერთად წილი რუსულ მხარეს ეკუთვნის. პრემია ნიკას დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში 30-ე წელია იმართება.
საუკეთესო ფილმად წელს რუსმა კინემატოგრაფისტებმა ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი „სამოთხე” აღიარეს. ამ ნომინაციისთვის 6 ფილმი იბრძოდა. კონჩალოვსკივე გახდა წლის საუკეთესო რეჟისორი.