LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან გოცირიძე პატარა გოგონას გაუპატიურების შესახებ – „და მერე კიდევ ვინმეს უჩნდება კითხვა – რატომ ხმას არ იღებს მსხვერპლი?“

127

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ეხმაურება ამბავს, რომელიც თბილისში მოხდა, როცა პატარა გოგონას სისტემატურად აუპატიურებდნენ, დედამ კი გაიგო და მას სცემა.  ამის შესახებ მან „კურიერ პ.ს.“-ში გასული სიუჟეტის შემდეგ შეიტყო.

რუსუდან გოცირიძე წერს ამ შემთხვევის მიმართ საზოგადოების არასწორ დამოკიდებულებაზე.

„საშინელი ამბავი წლების განმავლობაში პატარა გოგონას გაუპატიურებისა….

დედამ გაიგო და საშინლად სცემა….

სკოლის დირექტორმა გაიგო და (შვებულებაშია და არ სცალია) იწივლა, იკივლა და ვერაფერს დამიმტკიცებთო….

მოძალადის (ეჭვმიტანილი მოძალადის) დედამ გაიგო და კალენდარი გადაამოწმა და შვილი ალიბი გაამყარა….

პოლიციამ გაიგო და დაკითხვის შედეგად გაარკვია, რომ თურმე გოგონას სურვილით ხდებოდაო ყველაფერი…

ჟურნალისტებმა გაიგეს და წინასაარჩევნო სკანდალი გამოძერწეს….

და მერე კიდევ ვინმეს უჩნდება კითხვა – რატომ ხმას არ იღებს მსხვერპლი?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g