LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან გოცირიძე: „რას აპირებენ ქართული სკოლები ხვალიდან?“

851
rusudan-gotsiridze-news324435

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ შეკითხვებს, რომლებიც ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით პირადად მას დაებადა.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

„ემოციები რომ ცოტა გვერდით გადავდოთ და სასწრაფოდ გასაკეთებლები გაკეთდეს… მაგალითად:

რამდენი ბავშვი დაიკითხა სკოლის კედლების წარწერებისათვის და როგორ არიან ეს ბავშვები?

როგორ არის ის გოგონა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა?

რას აპირებს „მწვანე სკოლა“, მე-100 სკოლა და ზოგადად ქართული სკოლები რას აპირებენ ხვალიდან? ხორავას ქუჩის ტრაგედიის აღქმა სარალიძეების ოჯახის გაუბედურებით შემოფარგლა და ვაი-ვიში ამითი დამთავრდა…

ერთ კვირაში ჩვენს ამ ფაფხურსა და ვაი-უშველებელს საცივი და ოლივიე შნთანთქავს… და არ გაგვახსენდება, ვიდრე ერთ დღესაც, ახალი ტრაგედიისაც გუგლში არ მოვძებნით ლუკა სირაძის გვარ-სახელს ინფორმირებული სტატუსის გამოსაცხობად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g