რუსუდან მუმლაძე, კომპოზიტორ ზურა ლალიაშვილის მეუღლე და მომღერალი, გაზეთ „ქრონიკა პლუსთან“ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ „ფარულ კონვერტში“ მან მეუღლის ყოფილ ცოლზე, ცნობილ მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძეზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს საგაზეთო ინტერვიუდან, სადაც მომღერალი ამბობს:
„ვერავინ ვერავის ვერაფერს აახევს და არ ვარ იმ კატეგორიის ქალი, რომ ვიღაცის ახევა მჭირდებოდეს…“
„ვაზელინი ამოწურული მეგონა საქართველოში და ეტყობა, ახალი პარტია შემოვიდა, რომელიც უცებ დაიტაცეს…“
„ზურას შემოქმედებითი საღამოები ჩემამდეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მავანს ამისთვის არ ეცალა“
„ვერ მივხვდი, ნატო-ს ჯარების გამოძახება რატომ გახდა საჭირო მარინა ბერიძის დასაცავად?“