LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსულ კანონში” მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებს იუსტიციის სამინისტროსთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მიწოდებას ავალდებულებს“ – თეონა აქუბარდია

157
თეონა აქუბარდია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „რუსულ კანონში მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებს იუსტიციის სამინისტროსთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მიწოდებას ავალდებულებს“.

„პერსონალური მონაცემების შესახებ“ კანონის მესამე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაც არის: განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება“.

კანონს დაემატა 5 ათასი ლარი ჯარიმა, ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის შემთხვევაში“, – წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები