Georgian Airways-ის მფრინავმა, რომელიც სამსახურიდან რუს ავიამეთვალყურეებთან არაფორმალური საუბრის გამო დროებით გაათავისუფლეს, ახალი შეთავაზება მიიღო.
რუსული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია პაბედა (გამარჯვება) მზად არის პილოტი რუსეთისადმი დიდი სიყვარულის გამო დაასაქმოს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი კალმიკოვმა ტვიტერზე დაწერა.
“ძვირფასო გენაცვალე. მედიაში წერენ, რომ თქვენ ფრენებიდან მოგხსნეს რუსეთისადმი დიდი სიყვარულის გამო. გიწვევთ გაიაროთ ტესტირება Pobeda-ში და იფრინოთ ჩვენი ახალი თვითმფრინავებით, ბოინგ 737NG და MAX-ით . ჩვენ ძალიან ვაფასებთ პროფესიონალიზმსა და იუმორის კარგ გრძნობას,” — წერს კალმიკოვი.
Дорогой Генацвале! В СМИ пишут, что Вас отстранили от полетов за большую любовь к России:https://t.co/XD663pLOte Приглашаю пройти тестирование в Победе и начать летать на наших новых самолетах Boeing 737NG и 737MAX! Мы очень ценим высокий профессионализм и отличное чувство юмора!
— Andrey Kalmykov (@andrey_kalmykov) 16 декабря 2018 г.
ინფორმაცია Georgian Airways-ის მფრინავის შესახებ, რომელიც მოსკოვში ჩაფრენისას ავიამეთვალყურეებს “პატარა ქართველით” ეცნობა და “დიდ მოსკოვს” საყვარელოთი მიმართავს On.ge-მ გაავრცელა.
https://www.youtube.com/watch?v=kT1g9A0REM8
მას შემდეგ, რაც მედიაში ეს საუბარი გავრცელდა, მფრინავი დროებით ფრენებიდან მოხსნეს. ქართულ ავიაკომპანიას, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადება არ გაუვრცელებია.