LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ძალები ხარკოვში შევიდნენ

315
2200

რუსული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში შევიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ მტერი ქალაქის ცენტრში იმყოფება და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

“არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მშვიდობიან მოსახლეობას ვთხოვთ, არ გამოვიდნენ ქუჩებში“, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g