LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში – Reuters

114
7p83naug1yys7f2

რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში, მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებისა, შეუწყვიტოს გაზის მიწოდება იმ ქვეყნებს, ვინც მის საფასურს რუბლში არ გადაიხდის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეგახსენებთ, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, „არა მეგობარმა“ ქვეყნებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ. დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ კი, მათ შორის გერმანიამ, უარი თქვა საფასურის რუბლში გადახდაზე. მათი განმარტებით, ეს კონტრაქტის დარღვევაა, რომლითაც ღირებულების გადახდა ევროშია განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g