LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ოკუპაციის მომხრეებს ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლებენ

292
რუსები

რუსი დეპუტატი ალექსეი ჩეპა საქართველოშია. ინფორმაციას “რუსთავი2 ” ავრცელებს. დღეს რუს დეპუტატებს, მათ შორის სერგეი გავრილოვს, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამართლების ცდილობენ, ხელისუფლება ავლაბრის ცერემონიების სასახლეში მიიღებს.

ისინი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ.

ოპოზიცია ამ საკითხს მწვავე განცხადებებით გამოეხმაურა. “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ ამ ადამიანებმა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინეს და მათ ხელისუფლება ფიანდაზად ეგება. “ორგანიზაცია, რომლის პრეზიდენტიც არის კომუნისტი, რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი აქტი, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს, მარტივია“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ასეთი ორგანიზაცია რუსეთისთვის არის ბერკეტი, რომ შემოვიდნენ საქართველოში როგორც კრავები, ერთმორწმუნეები და კეთილისმსურველები.

ამ საკითხზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თუ სერგეი გავრილოვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვს დარღვეული, მას საზღვარზე გააჩერებენ.

magti 5g