LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული სამხედრო გემის მისამართით ნათქვამი ფრაზის ავტორი ტყვეობიდან გათავისუფლდა

219
legend

რუსული სამხედრო გემის მისამართით ნათქვამი ფრაზის ავტორი, უკრაინელი მესაზღვრე „ჩერკასის ოლქისთვის გაწეული სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიცერი, რომან გრიბოვი, რუსული ტყვეობიდან, მშობლიურ ჩერკასში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

„რომან გრიბოვი, ცნობილი ფრაზის, Русский военный корабль, иди на х*й ავტორი, რუსული ტყვეობიდან მშობლიურ ჩერკასის ოლქში რეგიონში დაბრუნდა. დიდება გმირს!” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თა­ვად გრი­ბოვ­მა მად­ლო­ბა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს გა­და­უ­ხა­და.

“მე მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს მხარ­და­ჭე­რის­თვის. ჩვენ ვგრძნობთ ამას და ეს მეტ სტი­მულს გვაძ­ლევს. ძლი­ე­რე­ბი ვართ, სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რე­საა, გა­ვი­მარ­ჯვებთ! დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!” – თქვა გრი­ბოვ­მა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g