რუსული ტყვეობიდან კიდევ 12 უკრაინელი გათავისუფლდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსული ტყვეობიდან 98 უკრაინელის დახსნა მოახერხეს და კვლავ განაგრძობენ მუშაობას უკრაინელების გასათავისუფლებლად.
„ტყვეთა მორიგი გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 12 ადამიანის დაბრუნება. მათ შორის საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, 2 ეროვნული გვარდიის მებრძოლი, მესაზღვრე, ჯარისკაცი და ასევე 3 მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედროებს შორის, ორი ოფიცერი, ასევე შვიდი რიგითი და სერჟანტი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 98 უკრაინელის დაბრუნება მოვახერხეთ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით“, – აცხადებეს ერმაკი.