რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა დაბომბა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა 5 მოქალაქე.