LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა ძალებმა ხარკოვში კაფე დაბომბეს – დაიღუპა 48 ადამიანი

147
a129d334-2e678ec0560769cfc60d9774f98ded54

რუსულმა ძალებმა ხარკოვში, კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 48 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 48 დაღუპული ადამიანის ცხედარი.

ამავე  ცნობებით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამში გამოაქვეყნა, მან მომხდარს “მიზანმიმართული ტერაქტი” უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები