დღეს ხერსონის რაიონში, ნოვა კახოვკაზე რუსული ბომბებით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 12 დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებს. რუსების მიერ ნასროლი ბომბი საცხოვრებელ სექტორს დაეცა.
”2023 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 09:20 საათზე, რუსმა სამხედროებმა განახორციელეს დარტყმა, სავარაუდოდ, კონტროლირებადი საჰაერო ბომბებით, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაზე, ხერსონის ოლქში. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 12 ადამიანი”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.