ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეტევის სამიზნე გახდა აზოვის ზღვის პირას მდებარე მელიტოპოლის რაიონის სასაზღვრო ქვედანაყოფი.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებს შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები.