რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – დაიღუპა 2 ადამიანი, 1 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი, ანატოლი კურტევი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და სუპერმარკეტი დაზიანდა.
„ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მტრის რაკეტა ღია ზონაში მოხვდა. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს ვუცხადებ“, – ამბობს კურტევი.