„დიდი ცვლილებები პატარა ჩვევებით იწყება“ – ასე აფასებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია.
მისი თქმით, ყოველდღიური 10-წუთიანი სიარული ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთსაათიანი ვარჯიში კვირაში ერთხელ.
„დიდი ცვლილებები პატარა ჩვევებით იწყება. 10-წუთიანი სიარული ყოველდღიურად ცოტათი უკეთესია, ვიდრე ერთსაათიანი სიარული კვირაში ერთხელ. ახალი წლიდან დაწყება არ არის ნულიდან საწყისი. გამოცდილება შენს სასარგებლოდ მუშაობს. გაგრძელება უფრო ეფექტურია ვიდრე თავიდან დაწყება. ნუ იქნები ძალიან მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. სიმკაცრე გრძელვადიან შედეგზე არ მუშაობს. მოტივაცია ეპიზოდურია. ჩვევა, რუტინა არის ის, რაც გაძლევს შედეგს“,- ამბობს ფიტნეს ტრენერი
ფიტნეს ტრენერი ადამიანებს მოუწოდებს, ზედმეტად მკაცრები არ იყვნენ საკუთარი თავის მიმართ, რადგან სიმკაცრე გრძელვადიან შედეგს არ იძლევა. მისი განმარტებით, მოტივაცია ეპიზოდურია, ხოლო რეალურ შედეგს სწორედ ჩვევა და რუტინა ქმნის.
„მნიშვნელოვანია სხეულს მოუსმინო და არა ტრენდულ მიდგომებს. იპოვე შენი ინდივიდუალური რუტინა, – აცხადებს სანდრო გოგოხია.
