LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რვა თვეა რაც ურთულესი ოპერაცია გაიკეთა… მთელ საქართველოს გიჩოქებთ, მიშველეთ გთხოვთ“ – აუტისტური სპექტრის მქონე გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

951
გაბრიელი

პატარა გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, ურთულესი ოპერაციის შემდეგ, გაბრიელს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და გარდა ამისა, აუტისტური სპექტრი დაუდგინდა. 

დახმარების თხოვნით საზოგადოებას გაბრიელის დედა და დეიდა მიმართავენ:

„ცხოვრებაში პირველად ვწერ სტატუსს, ვინც მე მიცნობს, იცით გაბრიელი ჩემი დისშვილი არაა მარტო, ის ჩემი ყველაფერია.

გაბრიელს რვა თვეა გავუკეთეთ ძალიან რთული ოპერაცია რომელმაც კარგად ჩაიარა. ახლა ბავშვს სხვა, ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ორშაბათს უნდა წავიყვანოთ თურქეთში.

11 წელი ვიყავი ემიგრანტი და ჩამოვედი გაბრიელის გამო, რადგან მას აუტიზმი დაუდგინდა და ჩემი და არ დამეტოვებინა მარტო.

მე შვილები არ გამიჩენია, მაგრამ გაბრიელი ჩემი შვილია იგივე ჩემი გაზრდილი ანგელოზი..

გეხვეწებით ხალხო, დაგვეხმარეთ ფინანსურად, რომ შევძლოთ ახალი მიზეზის დადგენა, რამაც ბავშვის ჯანმრთელობა ძალიან დაამძიმა ისევ.“ – წერს გაბრიელის დეიდა სოციალურ ქსელში.

მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

  • საქართველოს ბანკი

#GE33BG0000000101172380
თამარ იარაჯული

  • თიბისი ბანკი

#GE62TB7477945066300001
ავთანდილ ნიშნიანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g