LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair-ი ფრენების სიხშირეს ამცირებს

144
3

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair ზამთრის ფრენების გრაფიკს ცვლის. მიზეზი Boeing-ის მიერ მისთვის არასაკმარისი რაოდენობის თვითმფრინავების მიწოდებაა.

ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიას Boeing-ის 27 ახალი თვითმფრინავი უნდა მიეღო, მაგრამ წარმოების შეფერხების გამო Ryanair-ის ავიაპარკი მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მხოლოდ 14 ხომალდით შეივსება.

კომპანიის ოფიციალური პირების განცხადებით, Ryanair-ი 2024 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით თვითმფრინავების მიწოდების პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა მანამდე ზოგიერთი რეისის გაუქმება, იტალიაში, ბელგიაში, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში კი რეისების რაოდენობის შემცირება მოუწევს.

Ryanair-ი დაზარალებულ მგზავრებს ბილეთების თანხის დაბრუნებას ჰპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები