LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair-ის ბორტზე საეჭვო ამანათი იპოვეს

62

Ryanair-ის ბორტზე საეჭვო ამანათი იპოვეს. „The Sun”-ის ინფორმაციით, შემთხვევა კაუნასიდან(ლიტვა) ლონდონის მიმართულებით მიმავალ რეისზე მოხდა. ბორტზე გაურკვეველი პაკეტის პოვნამ ნამდვილი პანიკა გამოიწვია და ხომალდი ბრიტანეთში გამანადგურებლების თანხლებით ჩაფრინდა. აეროპორტში კი მას პოლიცია და გამნაღმველები ელოდებოდნენ. საბედნიეროდ, განგაში ცრუ აღმოჩნდა და ამანათში არაფერი საშიში არ იყო მოთავსებული.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ, ამიტომ შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საგანგაშო მდგომარეობისა ლონდონის აეროპორტში ყველა რეისი დროულად შესრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები