Ryanair-მა ახალი რეკორდი მოხსნა – დაბალბიუჯეტიანმა ავიაგადამზიდმა მილიარდი მგზავრი გადაიყვანა. კომპანიისთვის ყველაზე მომგებიანი წინა თვე აღმოჩნდა, როცა ის 12,6 მილიონ ადამიანს მოემსახურა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით უფრო მეტია.
ირლანდიური ავიაკომპანია 1985 წელს დაარსდა და მას შემდეგ მილიარდი მგზავრი გადაიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ Ryanair ევროპულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია.
ექსპერტთა შეფასებით, ავიაგადამზიდმა ასეთ შედეგს საინტერესო შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და კომფორტული სერვისით მიაღწია.