Ryanair შესაძლოა შობას გაფიცვით შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაცია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პილოტებმა გაავრცელეს. ირლანდიური კომპანიის პილოტთა კავშირი 400-მდე მფრინავს აერთიანებს და როგორც ცნობილია, გაფიცვას მათი უმრავლესობა, მათ შორის – ირლანდია, იტალია და პორტუგალია გეგმავს. პილოტები მუშაობას 20 დეკემბერს, შობის წინა დღეებში შეწყვეტენ, რაც ბუნებრივია სერიოზულ არეულობას და მგზავრებისთვის დიდ დისკომფორტს გამოიწვევს. თავად Ryanair-მა პირობა დადო, რომ ისინი მუშაობას მაინც გააგრძელებენ და მგზავრებს შობას ნამდვილად არ ჩააშხამებენ.