LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair უფასო ხელბარგის ზომებს ამცირებს 

115
Ryanair

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair 2025 წლის ოქტომბრიდან უფასო ხელბარგის ზომებს კიდევ უფრო ამცირებს. ირლანდიურმა ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება ევროკომისიის იმ რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო, რომელთა მიზანიც ევროპის მასშტაბით ავიაბარგის ზომების სტანდარტიზაციაა.

ამჟამად Ryanair მგზავრებს საშუალებას აძლევს ბორტზე უფასოდ წაიღონ 40x25x20 სმ ზომის ჩანთა, რომლის ტევადობა, დაახლოებით, 20 ლიტრია. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ზამთრის სეზონიდან, დასაშვები ზომა იქნება 40x30x15 სმ, რაც, დაახლოებით, 18 ლიტრს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g