LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

93

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, გია თვალავაძე კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები