კომპანია “ბიას” წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა “ბიზნესკურიერის” ეთერში აფთიაქების ბიზნესში არსებული მდგომარეობის ამსახველ სტატისტიკაზე ისაუბრა. “ბიას” ბაზის მიხედვით ჯანდაცვის მიმართულებით 3000 მოქმედი კომპანია ფიქსირდება, საიდანაც კომპანიების 13%, ანუ 400-მდე იურიდიული პირის ეკონომოკური საქმიანობა აფთიქად განისაზღვრება, დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებადი სტატუსით სარგებლობს აღნიშნული აფთიაქების 62%.
საქართველოში აფიაქების რეგიონების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:
- თბილისი 44%
- აჭარა 18%
- იმერეთი 10%
- კახეთი 8%
- ქვემო ქართლი 6%
- სამეგრელო ზემო სვანეთი 4%
- სამცხე ჯავახეთი 4%
- შიდა ქართლი 6%
- გურია 2.3%
- მცხეთა მთიანეთი 1%
- რაჭა ლეჩხუმი 1%
- აფთიქების სფეროში მოღვაწე კომპანიების 9% იმპორტიორი არის. უმეტესწილად ხორციელედება რათქმაუნდა მედიკამენტები იმპორტი. გასულ წელთან შედარებით იმპორტიორი აფთიაქების რიცხვმა მხოლოდ 1%-ით იკლო.
იმპორტის ყველაზე დიდი წილი კი მოდის შემდეგ ქვეყნებზე:
- გერმანია
- იტალია
- რუსეთი
აღნიშნული ტოპ სამი ქვეყნის შემდეგ იმპორტის თანაბარი წილი მოდის საფრანგეთზე, აშშ-ზე და უკრაინაზე.
ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, აფთიაქების სფეროში მოქმედი კომპანებიდან მხოლოდ 5 კომპანია ახორციელებს მედიკამენტების ექსპორტს და საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენენ მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი და სომხეთი.
ბიას ბაზაში სააფთიქო სფეროშო კომპანიების წლიური ბრუნვების მიხედვით სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- მსხვილი ზომის კომპანია – 5%
- საშუალო ზომის კომპანია -14%
- მცირე ზომის კომპანია – 81%
აფთიაქების ბიზნესში არსებული კომპანიების 16% არის ქსელური აფთიაქი. რამოდენიმე მსხვილი ბაზრის ძირითადი წილის მფლობელი ქსელური აფთიქის გარდა გვხდება ასევე საშუალო და მცირე ზომის აფთიაქები, რომელთა ქსელიც რამოდენიმე ფილიალისგან შედგება.
ქსელური აფთიქების რეგიონების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:
- თბილისი 53%
- აჭარა 29%
- კახეთი 6%
- ქვემო ქართლი 6%
- სამეგრელო ზემო სვანეთი 3%
- სამცხე ჯავახეთი 3%
