LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომოდ კვრეცხზე დეფიციტი არ იქნება, ფასები არ გაძვირდება

149

სააღდგომოდ კვრეცხზე დეფიციტი არ იქნება, ფასები კი არ გაძვირდება. ამის შესახებ “ფორტუნას” კვერცხის მწარმოებელ კომპანიებში განუცხადეს.

როგორც ”ფორტუნას” შპს “კოდას” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა, მისი კომპანია სააღდგომოდ 4 მილიონამდე კვერცხის რეალიზებას აპირებს.

”მოგეხსნებათ ამ ეტაპზე მხოლოდ კვერცხის წარმოებითაა ”კოდა” დაკავებული, შესაბამისად, დიდი მოცულობით ვაპირებთ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გამოტანას. რაც შეეხება ფასებს, ისინი არ გაიზრდება და აღდგომის პერიოდამდე არსებულ ტარიფს შევინარჩუნებთ”, – აღნიშნა ჭუჭულაშვილმა.

კვერცხის გაძვირებას არ აპირებს არც შპს ”პატარძეული”, რომელიც სააღდგომო პერიოდში მილიონამდე კვერცხის რეალიზებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, მათი პროდუქციის ჩასაბარებელი ფასები 21-დან 24 თეთრამდე მერყეობს და სადღესასწაულო პერიოდშიც ანალოგიური იქნება. რაც შეეხება, გავრცელების არეალს ”პატარძეული” კვერცხით აჭარას, კახეთს, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისს მოამარაგებს. კომპანიაში ამბობენ, რომ დღიურად 115 220 კვერცხს აწარმოებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g