„მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ“, – ამ სიტყვებით მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო სხდომიდან პირდაპირი ჩართვის დროს, ქართველ ახალგაზრდებს მიმართა.
როგორც მან სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველმა ახალგაზრდებმა გადაარჩინეს საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა:
„თქვენ თქვენ შვილთაშვილებს მოუყვებით ძალიან სიამაყით რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა, სწორედ თქვენ, ქართველმა ახალგაზრდებმა გადაარჩინეს საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა და საქართველო არის თავისუფალი და წარმატებული იმის გამო, რომ თქვენ არ იყავით გულგრილები.
მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ და ბოდიში, თუ დაგაკელით კიდევ რაღაცა მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გამომეყვანეთ რუსული გავლენის სფეროდან, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა – შუქი, უწყლობა, სიცივე და უბრალოდ შიმშილი“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.