LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი აუდიოჩანაწერს ეხმიანება : “ივანიშვილს ხალხის გასულელება არ გამოუვა”

64

მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად საქართველოში რევოლუციურ სცენარს გეგმავს. ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი საქართველოში რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. სააკაშვილი ამბობს, რომ ბოკერია რევოლუციურ სცენარს იწონებს და თუ გეგმა არ შედგება, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ.

 

ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!

წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე”.

 

„ვისაც კოალიციების მომზადება უნდა, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერში.

ამასთან, ოდესის გუბერნატორის თქმით, სიტუაციას „რუსთავი მოამწიფებს“.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, აკაკი ბობოხიძე აღნიშნავს, რომ მას სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული და „ამაზე სახიფათოს აწი რაღას მოიფიქრებს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g