LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა, მაინც დასაცინი გახდება: მამუკა მდინარაძე

53
1591189010-1580980587-მამუკა-მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა ციხეში ჩაჯდება, ხოლო თუ არ ჩამოვიდა დასაცინი გახდება. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება“.

მდინარაძის აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ მუშაობა არ ჩაუტარებია და ახლა მხარდამჭერებში მუხტის აწევას ცდილობენ.

„ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო მუშაობა არ ჩაუტარებიათ და ახლა რაღაც მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა ჩამოდის, ბილეთი დადო, რაღაცებს იტყუება, წლებია იტყუება. ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება – ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება. რატომ გაიხადა თავი დასაცინად არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თორემ აგებდნენ ისე, როგორც არასდროს წაუგიათ. მეტი ახსნა არ მაქვს ამ ხალხის მოქმედების არც მისი პარტიის ლიდერების და არც თავად ამ პარტიის თავმჯდომარის. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ რამენაირად მუხტი უნდა აწიონ თავის მხარდამჭერებში. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, დასაცინი გახდება ეს კაცი. ან მოხვდება ციხეში ამდენი ბაქი-ბუქის შემდეგ, ან ვერ ჩამოვა და კიდევ უფრო დასაცინი გახდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g