„ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე, სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, „შუმოკი“ მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან შეიტყო, რომ სამინისტრო მისი შერჩეული ექიმების დასკვნას არ ენდობა.
„სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ:
სამინისტრო არ ენდობა მისი შერჩეული არც ერთი ექიმის დასკვნას,
ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ, 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა.
Bellingcat-ის დირექტორი: სააკაშვილის მოწამვლის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას ვთავაზობთ
„სააკაშვილი შეყვანილია ФСБ-სა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის მტრების წრეში, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება”.
ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე, სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, „შუმოკი“ მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში.
ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.
ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.
რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური „მაგნიტსკის სიაში“ ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი.“– წერს მიხეილ სააკაშვილი.
ბილ ბროუდერი: თუ ეს ადამიანი – სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ