LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა, ყველა სახის საჭირო დახმარებას მიიღებს – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

74
BeFunky-collage (2)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენს.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სავარაუდოდ უწყებაში მალევე მივა და აღნიშნული საკითხი მასთან ერთად განიხილება.

“სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა, ჩვენ მას შესაბამის მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. დღეს დილით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მოვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი დაბარებით მოვა. მასთან ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ ვიცავთ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს, როდესაც მას უჭირს”, – აღნიშნულ განცხადებას რუსული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრი კულებას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

magti 5g