„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუ გორის ჰოსპიტალი.
მისივე თქმით, სააკაშვილი ფიქრობს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაჟღერდა.
პრეზიდენტი: პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ
„მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის არის პატიმრობაში, არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მან არ იცის როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები, თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს სხვა, გარდა მზაობისა და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი, ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაშია და დაპირისპირებული მხარეები დასხდნენ სასაუბროდ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის უკეთესი დღის მომავალი უფრო მკაფიო გახდეს.
მან ასევე თავის პოზიცია დააფიქსირა პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით. ყველას მადლობას უხდის, ფიქრობს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაჟღერდა. ნებისმიერმა ინიციატორმა მოქმედებაში მოიყვანოს თავისი ინიციატივა, ვინაიდან, ძალიან აგვიანდება ქვეყანას. მნიშვნელოვანია ეს პროცესი მალე დაიწყოს“,- აღნიშნავს ხერხეულიძე.