LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია: ნიკოლოზ ყიფშიძე

194
nikoloz-kiphshidze-w-h

მიხეილ სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე პაციენტის მდგომარეობას მძიმედ აფასებს.

“მდგომარეობა მძიმეა, რთულია”,- განაცხადა ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად ინტენსიური თერაპიის პალატაში აიყვანეს, სადაც მას პირველადი რეანიმაციული დახმარება გაეწია და გადავიდა ინტენსიურ თერაპიაში.

მისი თქმით, დღეს იქნება პირველი კონსილიუმი.

„ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად, კარგად, მოხერხდა ავადმყოფის ჩამოყვანა გორში, ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი იქვე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. მდგომარეობა მძიმეა, რთულია. ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი. ჩვენ გვაქვს სამი კონსილიუმი, სამი ჯგუფი. იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, დაახლოებით შუადღეს, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას ადგილობრივ ექიმებთან.

აქ მომუშავე ბევრ ექიმს ვიცნობ, საკმაოდ გამოცდილი და კარგი ექიმები არიან. ასევე მორიგეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც დღესაც დარჩებიან და აქ იქნებიან მუდმივად მორიგეობით“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g