LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები.. ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა“

242
მიხეილ სააკაშვილი

მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცებას, ექსპრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებაზე – საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა – ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, „ეს არის ის ხალხი, ვინც მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა“.

„მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე. ივანიშვილმა მოუწოდა მათ, საქართველო დაეტოვებინათ. ესენი არიან, მამები, რომელთან ჰქონდათ არჩევანი, უარი ეთქვათ თავის ოჯახზე. მრავალი წელი რომ მიდიხარ, შვილი და მეუღლე ვერ მიგყავს, უარს ამბობ საკუთარ ოჯახში ყოფნაზე, ოღონდ ამ ბავშვს და ოჯახს საჭმელი ჰქონდეს.

20 000 დოლარი მოაგროვეს ყველა წყაროდან და ახლა ჩაუვარდნენ ნარკოკარტელებს ხელში. ეს ნიშნავს, რომ ახლა უნდა შეაგროვონ ფული ოჯახებმა და გამოიყვანონ უკან. ალბათ, სახლს და ყველაფერს დაკარგავენ, შესაძლოა, სიცოცხლეც. ივანიშვილმა მოუწოდა, წადით უცხოეთშიო. როგორ სძინავთ ივანიშვილს და მის ხელქვეითებს, როგორ არ აწუხებთ რაიმე ადამიანური“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისათვის, მექსიკის საზღვართან გატაცება მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა. მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g