LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მიიჩნევა მაღალი რისკის პაციენტად, ძალიან მაღალკვალიფიციური და ზუსტი მკურნალობაა საჭირო: ვახტანგ კალოიანი

151
კალოიანი - სააკაშვილი

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ექიმმა ვახტანგ კალოიანმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდება, რადგან „გორის სამხედრო ჰოსპიტალი ერთ-ერთი კარგი სამედიცინო დაწესებულებაა ჩვენ ქვეყანაში, არამარტო აღჭურვილობით, არამედ პროფესიული კადრების თვალსაზრისითაც“.

ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილს წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალზე, არა იმიტომ, რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაიყვანენ

გორის ჰოსპიტალში სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა – ჯანდაცვის მინისტრი

„ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში პრეზიდენტი სააკაშვილი დროულად აღიდგენს ძალებს და მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გამოვა სახიფათო ზონიდან.

თუ სააკაშვილი დათანხმდება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას, ჩაუტარდება შემდეგი სახის სამკურნალო პროცედურები: ეს არის კომპლექსური ღონისძიებები, ელექტროლიტების, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გასწორება, კვების დაწყება, გასტროენტეროლოგიური ტრაქტის მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება. ქალბატონი ელენესგან განსხვავებით, სააკაშვილთან ვითარება უფრო რთულია, რადგან შიმშილობა გრძელდებოდა მეტი ხნის განმავლობაში და წონის კლებაც მეტია. სააკაშვილი მიიჩნევა მაღალი რისკის პაციენტად, კვების აღდგენის შემდგომი გართულებების, ამიტომ ძალიან მაღალკვალიფიციური, თანმიმდევრული და ზუსტი მკურნალობაა საჭირო, რასაც დარწმუნებული ვარ გორის ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი თავს გაართმევს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი მიიღებს ამ შემოთავაზებას. წინასწარი ინფორმაციით, რაც მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გაავრცელა, ის არ არის წინააღმდეგი ჰოსპიტალში გადასვლ

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის ჰოსპიტალში – დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g