LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მოშიმშილეებს: იმეორებთ მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა

157
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

სააკაშვილი იმ მოშიმშილეებს მიმართავს, რომლებიც პროტესტის ამ ფორმას მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შიმშილობა, სოლიდარობის უმაღლესი აქტი იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც იმპერია დაამარცხა და საკუთარი ქვეყანა გაათავისუფლა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მან ახლახანს შეიტყო, რომ შიმშილობას იწყებს ასევე ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძეც:

“მივესალმები ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოს მოშიმშილე წევრებს, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს სოლიდარობის უმაღლეს აქტში – შიმშილობაში. ეს იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა.

ახლა შევიტყვე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური, პაატა ბურჭულაძე იწყებს სოლიდარობის შიმშილობას. პიროვნებას, რომელიც ამასწინად ჩემს მიერ აშენებულ ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს, უხდება შიმშილობაში ჩართვა – ეს სამარცხვინოა. მეორეს მხრივ – ეს არის კეთილშობილების და დიდბუნევნობის უმაღლესი აქტი.

და ბოლოს, მადლობა ძალიან კეთილშობილ და უწესიერეს შემოქმედის მიტროპოლიტს, იოსებს, მხარდაჭერისთვის. მინდა თქვენს მოწოდებაზე გიპასუხოთ, რომ მეუფეო, ძალიან ბევრს ვლოცულობ ჩემი სამშობლოსთვის და მისი და ჩემი თავისუფლებისთვის.
მიხეილ სააკაშვილი.” – წერია ფეისბუქმიმართვაში.

რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ხუთმა წევრმა შიმშილობა დაიწყო

მიტროპოლიტი იოსები: “მოკრძალებით მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g