„თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? – ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!“, – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში სააკაშვილი პაპუაშვილს კითხვით მიმართავს, თუ რატომ დაბლოკა სასამართლო პროცესზე მისი „ონლაინ“ ჩართვა.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ?
რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili
თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან…
Posted by Mikheil Saakashvili on Thursday, June 22, 2023
ცნობისთვის, დღეს „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ციხეში დაბრუნდეს.
