ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე რისთვის? იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე, ესე იგი მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, საკუთარ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური და ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.
პროპორციული სისტემა, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი - ივანიშვილმა ცვლილებები დააანონსა
ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად?
ერთი რამე სრულიად ნათელია, ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა ყველა ვინც ამას დათანხმდება ან აბსოლუტურად სულელია, ან ჩვეულებრივად ნაყიდი.
ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყონებლივ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, პროპორციული სისტემით, მაგრამ გამოცვალოს ცესკოს ნაყიდი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ჩამოიყვანოს საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. აი ეს არის რაც უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ” გვერდზე განთავსებულ ვიდეოში.