LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ“ – თეა წულუკიანი

251
Untitled design (2)

„გასაგებია, რომ სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებული იმ განცხადების შესახებ, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ გაკლიათ გამბედაობა და შეგიძლიათ, ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. მათ (ხელისუფლებას) ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე, წულუკიანი სჭირდებათ, რათა არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით“.

რაც შეეხება პოლიტიკურ საბჭოსთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უსურვებს, ნაყოფიერად და შინაარსიანად გაიყვანოს დრო.

„რაც შეეხება მის მოსაზრებებს, რომ ციხიდან უნდა შექმნას პოლიტსაბჭო, უნდა შექმნას პოლიტიკური დოკუმენტები და იბრძოლოს, ამას საკმაოდ მარტივად ვუყურებ – პატიმარმა თავისი დრო უნდა გაიყვანოს და თუკი ის ამას აკეთებს დროის გასაყვანად, ვინაიდან უწევს სასჯელის მოხდა, ნებისმიერი მშვიდობიანი მეთოდით შექმნას მანიფესტები, წაიკითხოს წიგნები, დაწეროს პოლიტიკური ბრძოლის გეგმა, ხაბეიშვილს ასწავლოს რამე, თუ ამის პერსპექტივა არსებობს. რა თქმა უნდა, დრო უნდა გაიყვანოს ყველა პატიმარმა, ამიტომ მე მას ვუსურვებ, რომ დრო გაიყვანოს ნაყოფიერად და შინაარსიანად, რადგან ყველა ადამიანი, ვისაც ადევს ბორკილები, ჩვენთვის არის თანასწორი და მათი უფლებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაცულია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები