საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, გამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, საპატიმროს ტერიტორია, პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში თავმდგომად დედის შესვლას ითხოვს – ეკა ხერხეულიძე
აღსანიშნავია, რომ მეორე მხრივ, ცოტა ხნის წინ, ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყავდათ „ვივამედში“ გადაყავდათ.