“მაგნიტსკის აქტის” ავტორი ბილ ბროუდერი “ტვიტერის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილზე წერს და დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ფოტოებს აქვეყნებს.
ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლივით გამოიყურება.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები დღევანდელი სასამართლო პროცესიდან. იგი, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლი, ისე გამოიყურება. მან თავისი სხეულის წონის 40% დაიკლო და პატიმრობაში კვდება. იგი შესაბამისი სამედიცინო დახმარებისთვის გათავისუფლებას ითხოვს. იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანილი”, – წერს ბროუდერი.