LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: საქართველოს გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო

364
saakashvili

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას განაგრძობს. გუშინ ის ევროპაში მცხოვრებ ქართველებს მიუნხენში შეხვდა, სადაც საჯარო დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 5 საათიანი დისკუსიის დროს, საუბარი შეეხო განათლების, ევროპაში მცხოვრები ქართველების პრობლემებს, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, ასევე ხეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გატაცებას.

სააკაშვილმა შეხვედრის დროს, საქართველოს გათავისუფლების ოპერაცია ოფიციალურად დაწყებულად გამოაცხადა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ საკადრო ბანკი, მათ შორის ინტერნეტრესურსებით, საქართველოსთვის საუკეთესო კადრების პოვნისთვის. მათი ოფიციალური იდეოლოგია არის კორუფცია, და არ შეიძლება კორუფცია იყოს იდეოლოგია, ისინი მართავენ მხოლოდ კორუფციით. სიმართლე არის ჩვენს მხარს, ინტელექტი არის ჩვენს მხარეს,ქართველი ხალხი არის ჩვენს მხარეს,  ისტორია არის ჩვენს მხარეს, საქართველოს პოლიცია არის ჩვენს მხარეს, შეირაღებული ძალები არის ჩვენს მხარეს. საქართველოს განთავისუფლების ოპერაცია დღეს არის ოფიციალურად დაწყებული და ამას მივიყვანთ საბოლოო გათავისუფლებამდე,“-განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები